დავიბადე 1963 წლის 21 თებერვალს ქ. თბილისში. დავამთავრე ქ. ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა, პარალელურად მუსიკალური სასწავლებელი (საფორ-ტეპიანო განყოფილება) წარჩინებით. 1982 წელს ჩავაბარე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმ-წიფო კონსერვატორიაში და 1988 წელს დავამთავრე აღნიშნული კონსერვატორიის სრული კურსი (6 წელი. ვოკალური განყოფილება). სწავლის პარალელურად 1985 წელს მუშაობა დავიწყე ქიმიკოსთა კულტურის სახლში მუსიკალური სტუდიის პედაგოგად, 3 წლის შემდეგ გადამიყვანეს ამავე სტუდიის ხელმძღვანელად, სადაც ვიმუშავე 23 წელი. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ქ.ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ხელოვნების სკოლაში. 2006 წელს ქ. თბილისის ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ დანიშნული ვიყავი ქ, ქუთაისის საჯარო სკოლებთან არსებული მუსიკალური სტუდიების კოორდინატორად. 3 წლის შემდეგ აღნიშნული ცენტრი გაუქმდა. 2008 წელს მუშაობა დავიწყე ქ.ქუთაისის 33 ე საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად, ვხელმძღვანელობ კერძო მუსიკალურ სტუდია "ჰარმონიას" ვარ ესთეტიკისა და სპორტის კათედრის თავჯდომარე და შეფასების ჯგუფის წევრი. 2017 წლიდან მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. პარალელურად ვმუშაობ SOS ბავშვთა სოფელში ,,ქუთაისი". მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელად. ვარ 2 მუსიკის სახელმძღვანელოს ავტორი. მყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.